ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, სოფელ რატევანში მდებარეობს ყველის თანამედროვე საწარმო „ბაგი“. ბაგი იმითაა გამორჩეული, რომ მას საკუთარი საქონლის ფერმა აქვს და ყველის წარმოებისთვის მხოლოდ ნედლ რძეს იყენებს. ბაგის ფერმა მერძეული ტიპის ფერმის სტანდარტის, გეო გაპის მფლობელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფერმის რძე ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტერიუმებით არის უვნებელი, ხარისხიანი და რაც მთავარია, მიკვლევადი.