დერცელის ნობათი

33
დერცელი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დერცელის ნობათი“, რომელშიც 12 ადგილობრივია გაწევრიანებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში ეწევა საქმიანობს. 2017 წელს კოოპერატივს სახელმწიფოსგან გადაეცა რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის აუცილებელი თანამდროვე აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

შედეგად, კოოპერატივმა მალევე დანერგა HACCP-ის სტანდარტი და მიიღო ჰიგიენური წველის სერთიფიკატი, რაც მის მიერ წარმოებული ყველისა და სხვა რძის პროდუქტების უვნებლობას ადასტურებს.

„დერცელის ნობათის“ ყველი და რძის პროდუქტები მომხარებლებისთვის სხვადასხვა გამოფენებიდანაა ცნობილი და განსაკუთრებული პოპულარობით მისი მაღალი ცხიმიანობის შემცველი ნაღები სარგებლობს.
დერცელი
დერცელი
დერცელი
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი დერცელი

10:00-18:00