კოსტას ყველი

68
კოსტას ყველი

ყველის საწარმო სამეგრელოში, წალენჯიხაში, ქალაქის ცენტრიდან 3 წუთის სავალზე მდებარეობს. საწარმოს საკუთარი მესაქონლეობის ფერმა აქვს და გაეროს ხელშეწყობით, მასთან სადემონსტრაციო ფერმის სივრცე ეწყობა, რათა სხვა ფერმერებს ხილული მაგალითი ქონდეთ, როგორ შეიძლება მცირე რესურსით ხარისხისა და ჰიგიენის სტრანდარტის დანერგვა.

მეგრული გუდის ყველის წარმოება სეზონურია და მაწვნით შეზავებული, თხისა და საქონლის შერეული რძით ამ ყველის დამზადებაც და დავარგებაც გუდაში ხდება. მარილითა და წიწაკით შესუნელების შედეგად, ყველს პიკანტური გემო და ხასიათი ეძლევა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყველის წარმოების მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება. საწარმოს გააჩნია საკუთარი კეთილმოწყობილი საკემპინგე სივრცეც, რომელიც 15 ადამიანს მასპინძლობს.

კოსტას ყველი
კოსტას ყველი
კოსტას ყველი
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამეგელო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

10:00-19:00