ცნობისათვის: რძის პროდუქტების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო ჩემპიონატი გაიმართა 2022 წელს და ყველის კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიული ყველი - “გრუიერი“
შვეიცარიული ყველი „გრუიერი“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველის კონკურსის გრან-პრის მფლობელად და გამარჯვებულად ზედიზედ მეორედ და საერთო ჯამში მესამედ დასახელდა. ყველი, სახელად Gourmino Le Gruyère AOP, დამზადებულია მაიკლ სპაიჰერის მიერ ბერნში, Gourmino AG-სთვის.
მწარმოებელმა შთამბეჭდავი 98.423 ქულა მოიპოვა 100-დან,-კონკურსში, სადაც შთამბეჭდავი რაოდენობის 2978 ნამუშევარს აფასებდნენ.
კონკურსში მეორე ადგილი, 98,331 ქულით, წილად ხვდა ყველს - „Appenzeller Mild-Würzig“-ს, რომელიც დამზადებულია Käserei Niederbüren AG-ის მიერ Niederbüren -ში, (შვეიცარია).
„Erzherzog Johann“-მა (დამწიფებული, მყარი ყველი), რომელიც დამზადებული იყო Obersteirische Molkerei eGen-ის მიერ (ავსტრია), მესამე ადგილზე გავიდა, 98,254 ქულით.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველის კონკურსში სადაც 29 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, შეერთებულმა შტატებმა 94 ოქროს მედალი მოიპოვეს სახვადასხვა კატეგორიაში. შვეიცარიელმა ყველის მწარმოებლებმა - 10, ხოლო ჰოლანდიელებმა კი - 7 ოქროს მედალი.
რძის პროდუქტების მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 1957 წელს დაარსდა, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩემპიონატი, რომელიც ყველის, კარაქის, იოგურტისა და შრატის კონკურსებს აერთიანებს.
ყველის შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება 2024 წლის 5-7 მარტს, აშშ-ში მედისონში, ვისკონსინის შტატში.