ალიონი+

34
ალიონი+

იმერეთში, საჩხერეში მდებარობს საწარმო ალიონი +, სადაც ქარხნული წესით, პასტერიზებული ნედლი რძით მზადდება ყველის ნაირსახეობები. ტრადიციულ ქართულ ყველთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ გამხმარი ყველის ნაირსახეობა და სპეციალური შეკვეთით დამზადებული სუფრის ყველის ასორტიმენტიც.

გამხმარი ყველის აცმულა ტრადიციული იმერული ყველის ნაირსახეობაა. ზაფხულის, კარგად შემარილებულ ყველს, ჭრიან მოგრძო, ოთხკუთხედ ნაჭრებად, აცვამენ თოკებზე ან ძაფზე და ჩამოკიდებენ შესაფერის, გრილ ადგილას გასაშრობად, იმავე ტექნოლოგიით , როგორც ახმობენ ხილს, ჩირის დასამზადებლად.

ზამთარში აცმულას ყველისგან ნოყიერი ყველის წვნიანი კეთდება. გაზაფხულზე კი, გამხმარ ყველს პიტნასთან ერთად გადაზელენ და ამ სეზონისთვის დამახასიათებელ არომატულ წვნიანს ამზადებენ.

საწარმოში სტუმრობისას ვიზიტორებს ამ წვნიანის მომზადებაც შეუძლიათ.

ალიონი+
ალიონი+
ალიონი+
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

იმერეთი, საჩხერე, თამარ მეფის ქუჩა

10:00-19:00