ალპია

30
ალპია

ქვემო ქართლის, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანთაში მდებარე საწარმოს ფერმას 250 სული ძროხა ყავს და ყველსაც საკუთარი ფერმის რძით აწარმოებს. ზაფხულში ძროხები სანთას მფლობელობაში არსებულ საძოვრებზე თავისუფლად დასეირნობენ და ადგილობრივი 200 სახეობის ბალახით იკვებებიან, ზამთარში კი მათი რაციონი ამ საძოვრებიდან აღებული ბუნებრივი თივისგან შედგება, რომლის მისაღებად ფერმერი არანაირ დანამატს არ ხმარობს.

ცხადია, საქონელზე ზრუნვა ყველის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზეც აისახება, ამიტომაც სანთას მიერ წარმოებული გაუდას ტიპის მაგარქერქიანი ყველი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე აშშ-ის, ჩიკაგოს შტატის ქსელურ მაღაზიებშიც.

სანთას ყველის საწარმოს წარმოების 14 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მისი მესაქონლეობის ფერმა კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორიას ითვლის.

სანთას ქარხნულ ყველს გეოგრაფიული ადგილმდებარობიდან გამომდინარე ხარისხის ნიშანი აქვს მინიჭებული.
ალპია
ალპია
ალპია
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

ქვემო ქართლი, წალკა, სოფელი სანთა

10:00-18:00