არია

27
არია

ყველის საწარმო „არია“ მდებარეობს სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში. ამბობენ, რომ მენჯის იალაღებზე მობალახე საქონლის რძეს განსაკუთრებული საგემოვმო თვისებები აქვს. როგორც საწარმოს დირექტორი, ანნა, ამბობს, სენაკის რძის გემო იმ ბუნებრივი თერმული წყლებისგან გამომდინარეობს, რომლითაც საქონელი საძოვარზე ყოფნის დროს იკლავს წყურვილს.

„არია“ ამ ეტაპზე 50 სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს და მისი ასორტიმენტი თხის, ძროხისა და კამეჩის რძეზე დამზადებული ქართული და ევროპული ყველის ათობით სახეობას ითვლის.

ყველის საწარმოს თითქმის ოცწლიანი ისტორია გააჩნია. ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულ ყველთან ერთად, „არია“ მომხმარებლებს საფირმო რეცეპტებით ამოყვანილ ყველსაც სთავაზობს: ბაზელს, კამეოსა და მსგავსი ყველის ასორტიმენტს სხვაგან ვერსად გასინჯავთ.

„არია“ ასევე ფლობს საკუთარ თხის ფერმას. ფერმაში საკვების მოყვანისას მხოლოდ ორგანული სასუქი გამოიყენება და თხებიც ბუნებრივ პირობებში, ლაღად იზრდებიან.

„არიას“ დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი, რაც გულისხმობს, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქტი უვნებელი და მიკვლევადია. საწარმოში შესაძლებელია ყველის მასტერკლასების გავლა და წარმოების პროცესში ჩართვა.

არია
არია
არია
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამეგრელო-ზემო სვანეთი, სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი მენჯი

10:00-19:00