ჭრელა 2017

39
ჭრელა

კოოპერატივი „ ჭრელა“ 2017 ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლასურიანში მდებარეობს და ტრადიციულთან ერთად, არტიზანულ ყველს აწარმოებს. კოოპერატივი 15 მეპაიესგან შედგება და მათ მფლობელობაშია, როგორც მესაქონლეობის ფერმა, ისე რძის გადამამუშავებელი საწარმო.

კოოპერატივი არტიზანულ ყველს საკუთარი, უნიკალური ტექნოლოგიური რეცეპტით ამზადებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, როგორც საქართველოში მცხოვრებ გურმანებში, ასევე შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებში - ყველის მოყვარულებში, როგორიცაა იაპონია და ამერიკა. „ჭრელას“ არტიზანული ყველის საიდუმლო ლეჩხუმური სუნელების ნაზავშია, რაც მას პიკანტურ გემოს სძენს.
ჭრელა
ჭრელა
ჭრელა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

რაჭა-ლეჩხუმი, ცაგერის რაიონი, სოფელი ლასურიანი

10:00-19:00