გუმბათი

33
გუმბათი

წალკისკენ თუ მოხვდებით, არ გამოგრჩეთ სოფელი გუმბათი და ამავე სახელწოდების საწარმო. „გუმბათი“ რძის გადამამუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ამ რეგიონში და ის ზაფხულის განმავლობაში ყოველთვიურად 12 ტონა, ხოლო ზამთრის განმავლობაში - 6 ტონა რძეს გადაამუშავებს.

წალკის იალაღებზე გაზრდილი საქონლის რძით დამზადებული ყველის ნაირსახეობა განსაკუთრებით მდიდარია ცილითა და კალცით, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალებია.

აჭარული ჩლეჩილი დაბალკალორიული ყველის სახეობაა და ის დაწნული წვრილი ძაფების სახით არსებობს. თავისი გემოვნური თვისებების გამო ის ძალიან უხდება როგორც მსუბუქ თეთრ ღვინოს, აგრეთვე ნახევრად ტკბილ თეთრ და წითელ ღვინოს და ასევე, გამოიყენება აჭარული კერძის, ბორანოს მოსამზადებლად.

„გუმბათს“ სხვა საწარმოებისგან კიდევ ერთი პროდუქტი - კაიმაღი გამოარჩევს. რძის სეპარირების შედეგად მოხდილ ნაღებს ოდნავ შეაცხელებენ და შემდეგ ნელი ტემპით, ხის ჯოხით ფრთხილად, ნელა ურევენ. ასე მიიღება ნაზი, კრემისებრი მასა, რომელიც დროთა განმავლობაში ოდნავ მყარდება, მაგრამ არ კარგავს თავის პირვანდელ გემოს, სინაზესა და არომატს.

გუმბათი
გუმბათი
გუმბათი
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

ქვემო ქართლი, წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუმბათი

10:00-18:00