გვესოს ფერმა

24
გვესოს ფერმა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვესოში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარე კოოპერატივ - „გვესოს ფერმაში“,   ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ჯიშის თხის რძისგან  წარმოებული  ყველი.  „გვესოს ფერმა“ კოოპერატივია, რომელიც 2018 წელს დაარსდა. კოოპერატივის 5 წევრიდან 3 ქალბატონია, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, როგორც  კოოპერატივის განვითარებას, ასევე ტრადიციული, რეგიონისთვის ენდემური  რძის პროდუქტების  პოპულარიზაციას.

„გვესოს ფერმის“ გეოგრაფიული  ადგილმდებარეობიდან გამომდინარეფერმის თხები მთელი დღე თავისუფლად ნავარდობენ, ამიტომაც, მათგან წარმოებული თხის ყველი გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, რადგან „ბედნიერი თხების“-გან მიღებული  რძე სავსეა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალმთიან საძოვრებზე ხელმისაწვდომი მცენარეებისგან მიღებული ვიტამინებითა და მინერალებით.

გვერწმუნეთ, ღვინო „უსახელაურ“-ში დავარგებული ყველი გულგრილს არავის დატოვებს.

გვესოს ფერმა
გვესოს ფერმა
გვესოს ფერმა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელ გვესო

10:00-19:00