ლეანკა

32
ლეანკა

ყველის საწარმო „ლეანკა“ ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარეობს და ის 2016 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად 6 ტონამდე, ხოლო გაზაფხულის პერიოდში 9 ტონამდე რძეს ამუშავებს.

სტუმრებს ყველის დაგემოვნება მასთან შეხამებული კერძის ან სასმლის თანხლებით შეუძლიათ. მაგალითად, შებოლილი სულგუნის დაგემოვნებისას მასპინძელი აუცილებლად ლუდს შემოგთავაზებთ, სულგუნთან ერთად კი სალათით და ტრადიციული საკვებით, მწვადით გაგიმასპინძლდებათ.

მხოლოდ ლეანკაში შეძლებთ გასინჯოთ მასპინძლის მიერ უნიკალური რეცეპტით დამზადებული ნადუღის დესერტი, რომელსაც „ქართულ ჩიზქეიქსაც“ ეძახიან.

ლეანკაში წარმოებულ პროდუქციას ქართული რძის ნიშანი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ნედლ რძეზე მზადდება.

საწარმოს დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი.

ლეანკა
ლეანკა
ლეანკა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყარო

10:00-20:00