მარლეტა არტიზანული ყველის საწარმოა, რომელიც თელავის რაიონში, სოფელ შალაურში მდებარეობს და მას ლევან ცაგურია მეუღლესთან ერთად უძღვება. წყვილმა საცხოვრებლად თბილიდან შალაურში გადასვლა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმა 2009 წელს გადაწყვიტა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, მათ მეგობრებისგან საჩუქრად შვეიცარიული ჯიშის ძროხა, პასპორტის სახელით „მარლეტა“ მიიღეს და პირველი ყველი სწორედ მარლეტასგან მიღებული რძისგან ამოიყვანეს. საწარმოსაც ამ ძროხის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი.
„მარლეტამ“ ყველის დამზადების ჰობი, 2011 წლიდან კომერციულ საქმიანობად აქცია და უკვე 2013 წელს, თბილისის ყველის ფესტივალის ოქროს მედალის მფლობელი გახდა.
საწარმოში ყველი თხისა და ძროხის რძისგან კეთდება. ამ ეტაპზე ორი სახეობის - რბილი და ნახევრად მაგარი ყველი მზადდება.
„მარლეტას“ ყველა დასახელების ყველი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული. თუ საწარმოს ესტუმრებით, სადეგუსტაციო დაფიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ყველი „აშმელო“, რომელიც ნახშირისა და თეთრი ობის გარსითაა დაფარული. ასევე, არ გამოგრჩეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი „მარლეტას ბჟა“ - ძროხის რძის ნახევრად მაგარი, განსაკუთრებულ პირობებში დავარგებული ყველი.
-
საწარმო ამ ეტაპზე 12 სახეობის არტიზანულ ყველს აწარმოებს:
- აშმელო
- ტომ შალაური
- შალაურის ყველი ნახშირით
- შალაურის ყველი პაპრიკით
- რომანო
- შალო
- თელავის ყველი
- მარლეტას ბჟა
- ყვარლის ალპური
- ტომ ყვარელი
- შალაურის თეთრი
- ბონა - თხის ყველი
„მარლეტას“ დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი, რაც გულისხმობს, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქტი უვნებელი და მიკვლევადია. საწარმოში შესაძლებელია ყველის მასტერკლასების გავლა და წარმოების პროცესში ჩართვა.
-
სოფელი შალაური გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთაზე მდებარეობს და თელავიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული. ზეპირი გადმოცემის ერთ-ერთი ვერსიით, ადრე შალაურს მარკაანი ერქვა. შაჰ-აბასის შემოსევისას, მოსახლეობა გახიზნულა. მხოლოდ რამდენიმე კომლი დარჩენილა სოფელში. როცა გახიზნულები დაბრუნდნენ, ერთადერთი გადარჩენილი მოსახლე შალვა დახვედრიათ და სოფელსაც მისი სახელის საპატივცემულოდ შალვაური დაურქმევიათ. სოფელში 7 ისტორიული ძეგლია, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდშია აგებული.
„მარლეტაში“ ვიზიტისას, შეძლებთ მოინახულოთ სხვა ღირშესანიშნაობებიც:
- იყალთოს მონასტერი
- ძველი შუამთა
- ახალი შუამთა
- მეფე ერეკლე II-ის სასახლე
- ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხესიმაგრე
- თეთრი წყლები
- თორღვას აბანო