მარლეტა

35
მარლეტა

მარლეტა არტიზანული ყველის საწარმოა, რომელიც თელავის რაიონში, სოფელ შალაურში მდებარეობს და მას ლევან ცაგურია მეუღლესთან ერთად უძღვება. წყვილმა საცხოვრებლად თბილიდან შალაურში გადასვლა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმა 2009 წელს გადაწყვიტა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, მათ მეგობრებისგან საჩუქრად შვეიცარიული ჯიშის ძროხა, პასპორტის სახელით „მარლეტა“ მიიღეს და პირველი ყველი სწორედ მარლეტასგან მიღებული რძისგან ამოიყვანეს. საწარმოსაც ამ ძროხის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი.

„მარლეტამ“ ყველის დამზადების ჰობი, 2011 წლიდან კომერციულ საქმიანობად აქცია და უკვე 2013 წელს, თბილისის ყველის ფესტივალის ოქროს მედალის მფლობელი გახდა.

საწარმოში ყველი თხისა და ძროხის რძისგან კეთდება. ამ ეტაპზე ორი სახეობის - რბილი და ნახევრად მაგარი ყველი მზადდება.

„მარლეტას“ ყველა დასახელების ყველი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული. თუ საწარმოს ესტუმრებით, სადეგუსტაციო დაფიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ყველი „აშმელო“, რომელიც ნახშირისა და თეთრი ობის გარსითაა დაფარული. ასევე, არ გამოგრჩეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი „მარლეტას ბჟა“ - ძროხის რძის ნახევრად მაგარი, განსაკუთრებულ პირობებში დავარგებული ყველი.
მარლეტა
მარლეტა
მარლეტა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

კახეთი, თელავის რაიონი, სოფელი შალაური

10:00-20:00