კოოპერატივი „მესხეთი“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს. საწარმოს მფლობელობაშია მესაქონლეობის ფერმა. საწარმოში მზადდება ტრადიციული მესხური ჩეჩილი. ჩეჩილი, იგივე „დაწნული“ ყველი, ე.წ. გადაზელილი, მოხდილი რძით დამზადებული ყველია და მომზადების ტექნოლოგიით წააგავს სულგუნის წარმოების პროცესს. თუმცა, საერთო მხოლოდ გადაზელვაა. მას ამზადებენ სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან საძოვრებზე ზაფხულის პერიოდში და ოდითგანვე პოპულარული იყო არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც (მაგ: სომხეთში და აზერბაიჯანში).
-
„მესხეთის“ ასორტიმენტი შემდეგი სახეობის ყველს მოიცავს:
- იმერული
- ტენილი
- სულგუნი
- ქარხნული ყველი
- მესხური ჩეჩილი
- ერბო
-
სოფელი ანდრიაწმინდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1320 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნეში მოიხსენიება და ამ პერიოდს უკავშირდება უძველესი ეკლესია, რომელიც სოფლის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.
საწარმოში ვიზიტისას, შეიძლება მოინახულოთ აქვე მდებარე სხვა სანახაობებიც:
- რაბათის ციხე
- საფარის მონასტერი
- თამარის ციხე
- მოქცევის ციხე
- ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია