ნინოწმინდის ყველის საწარმო

33
ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის დანადგარებით აღჭურვილი ყველის საწარმო, რომელიც რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.

ჩეჩილი, იგივე „დაწნული“ ყველი, ე.წ. გადაზელილი, მოხდილი რძით დამზადებული ყველია და მომზადების ტექნოლოგიით წააგავს სულგუნის წარმოების პროცესს. თუმცა, საერთო მხოლოდ გადაზელვაა. მას ამზადებენ სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან საძოვრებზე ზაფხულის პერიოდში და ოდითგანვე პოპულარული იყო არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც (მაგ: სომხეთში და აზერბაიჯანში).

სწორედ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური პროცესის დაცვის შედეგად, საწარმოში ამოყვანილ ჩეჩილს, ქარხნულ ყველსა და ლორს ხარისხის ნიშანი გააჩნიათ. ხარისხის ნიშანი კი იმას უსვამს ხაზს, რომ პროდუქციის ხარისხობრივი მახასიათებლებები ყოველთვის ერთგვაროვანია და საწარმო მონიტორინგის გეგმის შესაბამისად მუდმივ კონტროლს ექვემდებარება.
ნინოწმინდა
ნინოწმინდა
ნინოწმინდა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა, ქუთაისის ქ. 18

10:00-18:00