ნედლი რძე

29
ნედლი რძე

საწარმო „ნედლი რძე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ არშაში მდებარეობს. საწარმო სახაჭაპურე იმერულ ყველთან და სულგუნთან ერთად, კობის, იგივე მოხევურ ყველს აწარმოებს. ადგილობრივი, კალციუმით მდიდარი მჟავე წყლები და ნოყიერი ბალახის საფარი მესაქონლეობისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ამიტომ ამ მიდამოებში საძოვრებზე გაშვებული საქონლის რძით დამზადებული კობის ყველი ერთ-ერთი საუკეთესოა მთის ყველებს შორის.

კობის ყველს დამზადების გამორჩეული ტექნოლოგია აქვს: თაროზე გამოშრობის შემდეგ, ის მარილწყალში ინახება და 2 თვემდე მიმდინარეობს მისი დავარგების პროცესი. შედეგად კი ვიღებთ პიკანტურ, ოდნავ მოცხარო გემოს და მიუხედავად მარილწყლოვანი დავარგებისა, არის ზომიერად მარილიანი.

საწარმომ, 2023 წლის მაისში პირველად სცადა კობის ყველის საფერავში დაძველება და ვიზიტორებს, ამიერიდან, შესაძლებლობა ექნებათ ახალი გემოები შეიგრძნონ.

ნედლი რძე
ნედლი რძე
ნედლი რძე
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი, სოფელი არშა

09:00 - 19:00