შვანრე

22
შვანრე

შვანრე სვანური სიტყვაა რომელიც ითარგმნება როგორც სვანებისგან. ქვემო ქართლში დასახლებული სვანების ყველის საწარმო შვანრე დმანისის მთებიდან სვანური ტრადიციებით დამზადებულ პროდუქციას გვთავაზობს. სვანური ყველის ნაირსახეობიდან, საწარმოს მიერ დამზადებული ნარჩვი გამოირჩევა.

ნარჩვი ხაჭოსებრი მაგარი ყველია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღების მოლოდინშია და საწარმოშიც მას ნადვილი ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. სიტყვა „ნარჩვი“ ნაგროვებს ნიშნავს, რაც მისი მომზადების ტექნოლოგიიდან მომდინარეობს. ზაფხული მიიწურება თუ არა, სვანეთში ზამთრის სეზონზე გამოსაყენებელი ყველის შენახვის სამზადისს იწყებენ. პირველ რიგში ნარჩვისთვის საჭირო საგანგებოდ დამზადებულ ხის ყუთს მოამზადებენ, შემდეგ კი ყველის შენახვის პროცესიც იწყება. ნარჩვი 3-4 თვის შემდეგ მზადაა და მისი მირთმევა ცივ მდგომარეობაშიც სასიამოვნოა და ტაფაში მოცხელებულიც. ნარჩვი ჩედარიზებული ყველის სახეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცხელებისას ის განსაკუთრებული წელვადობით გამოირჩევა.
შვანრე
შვანრე
შვანრე
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი, ქალაქი დმანისი

10:00-20:00