წიფორა

24
წიფორა

ყველის საწარმო „წიფორა“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში მდებარეობს და ყველის წარმოებას 2011 წლიდან ეწევა.

საწარმოში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი. მისი პროდუქცია კი, ფლობს ხარისხისა და ქართული რძის ნიშნებს.

„ტენილი“ ყველი მესხური რძის პროდუქტების და ზოგადად ქართული გასტრონომიული კულტურის იშვიათი და ნამდვილი მარგალიტია. დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიისა და ვიზუალის წყალობით ის უნიკალურია და არსებული ინფორმაციით ანალოგი არ გააჩნია.

ძველად, თუკი მესხს სტუმრად ეწვეოდი და მასპინძელი ტენილი ყველით გიმასპინძლებდა - ეს თქვენს მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ყველის მასტერკლასებში და ასევე შეძლებენ საკუთარი ხელით გამომცხვარ, თონის პურთან ერთად, დაგემოვნონ წარმოებაში არსებული ყველის ფართო ასორტიმენტი.

წიფორა
წიფორა
წიფორა
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, სოფელი ურაველი

10:00-20:00